“რა გვჭირს ჩვენ ბრეგვაძეებს ასეთი უსაშველო…”

ერთხელ ერთმა კეთილმა ლექტორმა ასე, კეთილ-დიპლომატიური სახით მკითხა, ანდრო როგორ გგონია აღმოსავლეთ ევროპაში ხალხი რატომაა უფრო სოციალური, იმიტომ რომ კომუნიზმის გავლენა იყოო არა? საგანს, რომლის ლექციაზეც ვიჯექი ერქვა cross cultural management და მახსოვს მაშინ საუბარი იყო გერმანულ კომპანიაზე რომელიც ტელევიზორებს აწარმოებდა პოლონეთში და ერთობ დიდ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი კულტურული გაუგებრობების გამო. მოკლედ გაგიჟებულმა გერმანელებმა პოლონელებს მოტივაციის „კრუჩოკი“ ვერ მოსდეს იყო ერთი დავიდარაბა რით ვაიძულოთ ეს პოლონელები რო იმუშაონ როგორც გერმანელები მუშაობენო.

მაშინ მეც ასევე კეთილ-დიპლომატიურად დავთანხმდი, კი მასე იქნებოდა თქვა, თუმცა გულში მაინც ქართულმა აზრმა გამკრა – „რა გესმით თქვენ ლექსის თქვა“. მერე ჩავეძიე ჩემ თავს და დავფიქრდი, ისე ეს სოციალიზმი, გერმანული იდეაა და უბრალოდ აღმოსავლეთში მოიკიდა კარგად ფეხი იმიტომ ხალხი იყო სოციალური, თუ ძალად რო გაგვასოციალურეს 70 წელი მაგიტომაც ვართ ას სოციალურ/კოლექტივისტები თქო. (ჰო მართლა, ყველაზე მაგარი ის იყო რო ერთი ჩინელი დგება და ინდივიდუალიზმი რა არისო? ინგლისურ ჩინურ ლექსიკონში ვნახე და ეგოიზმს ნიშნავსო და…)

დავინტერესდი და რაც მეტი ფიქრი დავიწყე იმაზე თუ როგორი იყო ხალხი 19-ე საუკუნემდე გინდა საქართველოში და გინდა რუსეთში, მივხვდი რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა სოციუმის სულ სხვანაირი განცდა ვიდრე ეს იყო დასავლეთში. ილია ჭავჭავის აზრებიდან მახსოვს რამხელა მნიშვნელობას აძლევდა ილია კომლს, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის უმცირეს ერთეულს. (ლინკს თუ მივაგენი ჩავსვავ მის ფრაზებსაც). მოკლედ, მეზობლობაც სხვა იყო, გასაჭირში გვერდით დგომაც, ჭირის და ლხინის გაზიარებაც და საერთოდ მგონია რომ თუ კი რამე გენიალური შექმნილა ან ქართულ ლიტერატურაში ან კინოში ან მუსიკაში, ყველა ამ ქმნილებას წითელი ხაზივით გაყვება ის რასაც მე გლეხურად ვეძახი „სხვის განცდას შიგნიდან“. გაიხსენეთ „მიმინო“, რეზო გაბრიაძის „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“ (youtube-ზე ლინკი ვნახე და „კოჯრის ტყის სიზმრებს ვდებ“), „ნატვრის ხე“, ვაჟა-ფშაველა… (რომელი ერთი ვქვა?)

თუნდაც რუსული ფილმები აიღეთ, ელდარ რიაზანოვის ნებისმიერი ნებისმიერი ფილმი. ამას წინათ ტელევიზორში თვალი მოვკარი ძველ კეთილ ამერიკულ ფილმს Working Girl. (http://www.imdb.com/title/tt0096463/) და გამახსენდა „სამსახურეობრივი რომანი“. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ამერიკულ ვარიანტში ქალი ხდება დირექტორი და რუსულ ვარიანტში დირექტორი ხდება ქალი 🙂

მერე წავიკითხე რომ ის რასაც მე (როგორც ზემოთ აღვნიშნე, გლეხურად) „სხვის განცდას, შიგნიდან“ ვეძახდი, რუდოლფ შტაინერი, არაგლეხურად, ეძახდა „სინდისის კულტურას“, და ამბობდა რომ ეს ისეთი რამაა ამის ეპოქა ჯერ არ დამდგარა და აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ აზია ამ კულტურას მთელის რუდუნებით ჭედავსო. ჰმ! დაფიქრდება კაცი, აბა რა იქნება.

კიდე, ერთი ძალიან ძალიან კარგი კაცი მასწავლიდა ქართულ სიმღერებს ბავშობაში. კოტე მშვიდობაძე (ღმერთმა გაანათლოს). ასე გვეუბნებოდა „შენ ხარ ვენახს 15 წუთში გასწავლი მარა 15 წელი ვერ იმღერებო”. საგალობელის სიმღერისას მთელი ვიტამინი იმაშია რომ სადაც არ უნდა იდგე გუნდში ყველა სხვა დანარჩენი მომღერლის ხმა უნდა გესმოდეს ერთად და ცალ-ცალკე და ყველაზე საშინელს რასაც გააკეთებ არის ის რო დაიწყო ეს “ვიპენდრიოჟული”  “გამატარეთ, ჩემი ხმა უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდესო”.

იტყვით ეგ საგალობელია თორე ინდივიდუალურობა გურულ სიმღერაში ნახეო. მართალია. ისე კარგად ნამღერი გურული სიმღერა ისაა როცა დეიწყება და იტყვი, ჰე მითხარი მეორეო მერე სემაც იტყვისას თავისას, ყველა თავის ხაზში იმპროვიზირებს მაგრამ სულ ერთმანეთის განცდაა და მოსმენა და მცდელობა რომ ამ თითოეულის თავისუფლებით ის ზედა ერთიანობა და ჰარმონია არ დაიკარგოს.

გურულმა სიმღერამ რაც მასწავლა არის ქართული მენეჯმენტის ერთი პატარა ფორმულა, რაც მე რომ მკითხოთ მაგრად მუშაობს: მაღალ და დიდ იდეაში, მიზანში და ცენტრალურ ფასეულობაში უნდა დაითანხმო ხალხი და ქვემოთ, ტაქტიკაში უნდა მისცე თავისუფლება.

როგორ არ გამახსენდეს ამ ყველაფერზე დევდატ პატანაიკის დიდებული გამოსვლა ტედზე. კორპორატიულ მიზნებამდე ფასეულობების და რწმენის თანხვედრაში ხედავს ეგ კაცი ინდური მენეჯმენტის ალფას და ომეგას და საკითხს ასე სვავს რომ გლობალიზაცია კარზე დაგვადგა და ამას ცნობიერად თუ არ დავხვდით წაგვლეკავს ეს Harvard approach და Vision-Mission-Goals და ეს თითიდან გამოწოვილი promised land-ებიო.

ცნობიერად ვინ ვინ და იაპონელები დახვდნენ გლობალიზაციას. ის რაც ჰენრი ფორდისთვის იყო „მასობრივი განადგურების იარაღი“ (ვგულისხმობ Economy of Scale-ს, ანუ იმას რომ ერთს რომ აწარმოებ 100 დოლარი გიჯდება თითო, მაგრამ 100000 თუ აწარმოებ მაშინ 1 დოლარი დაგიჯდება თითო), ვერ გამოდგებოდა ერთი ციცქნა იაპონიისთვის რომელსაც თავში 2 ატომური ბომბი გაარტყეს და მიწასთან გაასწორეს. ხოდა რისი იაპონელები იყვნენ რომ რამე თავისებური არ გამოეგონათ? 70-იან წლებში შეძლეს ის რასა ერქვა Made in Japan და მათი მთავარი იდეოლოგი, დემინგი ამბობდა რომ თუ ვიცი რომ რამე დამზადებულია ამერიკაში, მაშინ როგორც წესი ეს იქნება დაბალი ხარისხისო, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ასეთმა ინდივიდუალისტურმა ხალხმა ხარისხს ისეთი გული დაუდონ რომ სრულყოფამდე მიიყვანონო. ამერიკული ტიპის კორპორაციების ბოლო არის creative accounting და საბოლოოდ ბანკროტი ან მუდმივად ილუზორული იმედების გაყიდვაო.

ტოიოტას მართვის 14 პრინციპი რომ ნახოთ მიხვდებით რომ 180 გრადუსით ეწინააღმდეგება Sloan school of management-ს, ანუ MIT/Harvard იდეოლოგიას, თუმცა თქვენი არ ვიცი მაგრამ მე რომ ამ პრინციპებს ვკითხულობ რაღაც ბუნებივად და ახლობლურად მეჩვენება.

საბოლოოდ ის მინდა ვთვქა რომ რა წიგნებითაც მე მისწავლია და ახლაც ვასწავლი სხვებს,  არის ერთი მიმდინარეობა, და ამ მიმდინარეობისგან რისგანაც უამრავი გვაქ სასწავლი. თუმცა არის მეორე მიმდინაორებაც, საპირისპირო კუთხიდან დანახული და ისიც კარგად უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ. და ეს ორივე იმიტომ უნდა ვაკეთოთ რომ პირველ რიგში მივხვდეთ თუ ვინ ვართ და მერე მივხვდეთ თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენივე საზოგადოება, კომპანიები, და ვითანაარსებოთ და ვიმუშაოთ სხვებთან ერთად ისე რომ თითოეული ადამიან ბედნიერი იყოს, კომპანიაც, ქვეყანაც და ბუნებაც სინდისიც და მთელი კოსმოსიც.

რას ფიქრობთ? როდის ყოფილხართ ყველაზე კარგ სამუშაო გარემოში? როდის გიმუშავიათ ისე რომ არც დაღლილხართ და ღამეც გიფიქრიათ ვა… აი გათენდეს იქ რაღაც კიდე სხვანაირად უნდა ვცადო ერთიო? როდის გისწავლიათ ყველაზე დიდი სიხარულით და როდის მოუყვანიხართ სხვის ხელობას აღტაცებაში.

და საერთოდ, უნდა ვიფიქროთ ყოველივე ამაზე თუ ეს ცხოვრება ერთი დიდი Copy/Paste-ია და მეტი არაფერი?

Advertisements

About Andro Dgebuadze

Thinker, Software Developer, Musician
This entry was posted in Other and tagged . Bookmark the permalink.

4 Responses to “რა გვჭირს ჩვენ ბრეგვაძეებს ასეთი უსაშველო…”

  1. eof737 says:

    I used Google Translate to figure out what you wrote and found out the language is Georgian… I learned something new and it’s a fascinating script. TY! 🙂

  2. Katiée says:

    ძალიან მომეწონა, თუმცა ჯერ მხოლოდ წავიკითხე, ვიდეოს მოგვიანებით ვუყურებ, სახლში რომ მივალ. მადლობა, აუცილებლად ვადევნებ თვალს თქვენს ბლოგს 🙂

    ეკა

  3. კარგი პოსტია :))

    მე ვმუშაობ სიამოვნებით ახლა და ხშირად ვფიქრობ მიზეზებზე. ძირითადად ალბათ ისაა, რომ ვცვლი რაღაცას ძალიან თვალნათლივ და ხელშესახებად და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს,ყველა პროფესიულ და პიროვნულ ამბიციას მიკმაყოფილებს.

    საქართველოში კარგად მუშაობს შერეული მართვის მოდელი – არის კატეგორია, ვისაც მუშტის ბრახუნის მეტს ვერაფერს გააგებინებ და მოკლე ვადიანი მიზნებისთვის ასე უნდა მოექცე, პარალელურად ემუშაო ფასეულობებზე და როდისმე რამეს გამოადნობ.
    მეორე კატეგორიას სწორი ადგილი და ფუნქციები, შეფასება და მოტივაცია უნდა
    და ამ ორივეს ერთად მუდმივი წვრთნა-განვითარება.
    საშინელი დეფიციტია კომპეტენციის და იმ უნარების, რაც აზროვნებისკენ უბიძგებს ადამიანს, დღემდე ერთადერტი შეფასების კრიტერიუმი “კარგი შემსრულებელია” და არავინ არ ელის მისგან მეტს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s